პროექტები და ღონისძიებები
Thursday, July 7, 2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:
- მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
- ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაცია;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება;
- მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
- ევროინტეგრაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
- ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია;
- მშობელთა ჩართულობის გააქტიურება შვილის სასკოლო ცხოვრებაში;
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტის წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
Friday, July 1, 2016
გაკვეთილი თემა
|
კრწანისის ბრძოლა
| ||||||||
სწავლების საფეხური?კლასი
|
IX კლასი (II საფეხური)
| ||||||||
საგნობრივი ჯგუფი საგანი
|
ისტორია
| ||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
32
| ||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
|
გაკვეთილი აქტუალურია ,მოსწავლეები შეძლებენ ისტორიული ფრაგმენტის გააზრებას,ასევე ჯგუფში მუშაობას და დამოუკიდებლად ტექსტის შექმნას,ცხრილის შექმნას. პრეზენტაციას.
| ||||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზანი
შედეგი
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
| ||||||||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ ერეკლეს მეფობის ხანაში მომხდარი ბრძოლა - "კრწანისის ბრძოლა" . აქვთ ჯგუფში მუშაობისა და ნამუშევრის წარდგენის გამოცდილება , შეუძლიათ ტექსტის მხატვრულად გამდოცემა.
| ||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ჯგუფური მუშაობა, ზეპირი პრეზენტაცია,მსჯელობა. ლიდერის მიერ თითოეული ჯგუფის წევრისათვის დავალების გადანაწილება.
| ||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
IX კლასისი ისტორიის სახელძღვანელო, ფორმატი, ფლომასტერები, სურათები. მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სლაიდშოუ თემით "კრწანისის ბრძოლა".
| ||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
მოსწავლეები სხედან ჯგუფებად ,საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.
A ფაზა-გამოწვევა
1.მასწავლებელი მოსწვალეებს აჩვენებს სლაიდშოუს "კრწანისის ბრძოლის " შესახებ. სადაც ნაჩვენებია XVIII საუკუნის რუკა( 10წთ).
2.მოსწავლეებს, მასწავლებელი აძლევს დავალებას , რომელიც ეხება კრწანისის ბრძოლას". მათ ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ ფორმატზე .
B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
1.მოსწავლეები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენენ ცხრილს:
2.ინფორმაცია კრწანისის ბრძოლის შესახებ გადმოაქვთ ფორმატზე - ჯგუფური მუშაობის შედეგად-15 წთ
C ფაზა-გამთლიანება (რეფლექსია)
1.პრეზენტაცია -10 წთ
დისკუსია- 10წთ
1. ქმნის თუ არა ისტორიული პიროვნება ეპოქას?
2. როგორ წარიმართებოდა საქართველოს ბედი, ერეკლე მეფეს რუსეთის ჯარი , რომ დახმარებოდა კრწანისის ბრძოლაში ?
3. რა შედეგები მოუტანა საქართველოს კრწანისის ბრძოლამ?
| ||||||||
დიფერენცირებული სწავლება
|
არ მყავს.
|
Subscribe to:
Posts (Atom)