პროექტები და ღონისძიებები

ჰერეთი (საინგილო)
პროექტის აღწერა:
1. პროექტის სახელი: ”მოგზაურობა ისტორიულ ჰერეთში.”
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) (ჰერეთის ისტორია და დღევანდელობა)
3. პროექტის აქტუალურობა: ჰერეთის კუტურისა და ტრადიეციების შესწავლა, ფოტომასალის გადაღება, ალბომების შექმნა, ინტერვიუს აღება, სლაიდის მომზადება.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა იმოგზაურონ ჰერეთში (საინგილოში), გაეცნონ ინგილო ხალხის ყოფა-ცხოვრებას, მათ ენას, მათ მიერ მოთხრობილ წარსულსა და დრევანდელ ყოფას.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასები
VI-VII კლ. ასაკი-12-13
X-XII  კლ. ასაკი-14-17
6. ვადები/ ხანგრძლივობა
25.V.2016წ---20.V.2017წ
7. მოსწავლეთა შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
VII-VIII კლასების ესეები, ფოტოკოლაჟი, პრეზენტაცია, ვიდეოფილმი,ლექსები.
VIII-XII კლასის ესეები, ჟურნალი,ინტერვიუ, ინგილოური ზეპირსიტყვიერების შესაწავლა, ქართულ-ინგილოური შედარება, ჩატარდეს ღონისძიება “ჰერეთი საქართველოა”. განთავსება ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მატერიალური რესურსი: საკანცელარიო ნივთები(თაბახის ფურცელი,კალამი, ფერადი ფანქრები, წებო, მუყაო , კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, პროექტორი, ინტერნეტი, გადასაადგილებლად საჭირო ტრანსპორტი.
ადამიანური რესურსი: პროექტში მონაწილე ადამიანები- ბავშვები, მასწავლებელი, ჰერეთში მცხოვრები პირები.
დროითი რესურსი: ისტორიის დამატებითი გაკვეთილები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტი)
სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება , სამუშაოს გადანაწილება:
პირველი ჯგუფი: ჰერეთში მოგზაურობა, ინტერვიუს ჩაწერა და ფოტოების გადაღება .
მეორე ჯგუფი: ინტერნეტისა და წიგნების დახმარებით ინფორმაციცის მოძიება, სლაიდ-შოუებით პრეზენტაციის მომზადება.
მესამე ჯგუფი: საკონფერაციო თემების მომზადება და კედლის გაზეთის გამოშვება.
მეოთხე ჯგუფი: ნახატებისა და რუკის შექმნა, გამოფენისა და ფოტოალბომის მომზადება.
ყოველი კვირის ბოლოს შეხვედრები , მასალების და მოპოვებული ინფორმაციის მონიტორინგის შენიშვნებისა და სწორი მიმართულებების მიცემა , მუშაობის წახალისება, შიდა სასკოლო კონფერენციის მოწყობა , პრეზენტაციის ჩვენება, ფოტოალბომისა და გამოფენის გახსნა.
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია -ისტორიული ფაქტების მოძიება.
გეოგრაფია-რუკის შედგენა
ისტ- ინტერნეტში მუშაობა, სლაიდ-შოუს მომზადება.
ხელოვნება - ნახატებისა და ფოტოალბომის შექმნა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):შორენა ჟორჟოლიანი
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.shore.jorjoliani blogspot.com

No comments:

Post a Comment