შორენა ჟორჟოლიანი
პროექტები და ღონისძიებები
Thursday, July 7, 2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:
- მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
- ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაცია;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება;
- მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
- ევროინტეგრაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
- ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია;
- მშობელთა ჩართულობის გააქტიურება შვილის სასკოლო ცხოვრებაში;
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტის წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
Friday, July 1, 2016
გაკვეთილი თემა
|
კრწანისის ბრძოლა
| ||||||||
სწავლების საფეხური?კლასი
|
IX კლასი (II საფეხური)
| ||||||||
საგნობრივი ჯგუფი საგანი
|
ისტორია
| ||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
32
| ||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
|
გაკვეთილი აქტუალურია ,მოსწავლეები შეძლებენ ისტორიული ფრაგმენტის გააზრებას,ასევე ჯგუფში მუშაობას და დამოუკიდებლად ტექსტის შექმნას,ცხრილის შექმნას. პრეზენტაციას.
| ||||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზანი
შედეგი
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
| ||||||||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ ერეკლეს მეფობის ხანაში მომხდარი ბრძოლა - "კრწანისის ბრძოლა" . აქვთ ჯგუფში მუშაობისა და ნამუშევრის წარდგენის გამოცდილება , შეუძლიათ ტექსტის მხატვრულად გამდოცემა.
| ||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ჯგუფური მუშაობა, ზეპირი პრეზენტაცია,მსჯელობა. ლიდერის მიერ თითოეული ჯგუფის წევრისათვის დავალების გადანაწილება.
| ||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
IX კლასისი ისტორიის სახელძღვანელო, ფორმატი, ფლომასტერები, სურათები. მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სლაიდშოუ თემით "კრწანისის ბრძოლა".
| ||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
მოსწავლეები სხედან ჯგუფებად ,საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.
A ფაზა-გამოწვევა
1.მასწავლებელი მოსწვალეებს აჩვენებს სლაიდშოუს "კრწანისის ბრძოლის " შესახებ. სადაც ნაჩვენებია XVIII საუკუნის რუკა( 10წთ).
2.მოსწავლეებს, მასწავლებელი აძლევს დავალებას , რომელიც ეხება კრწანისის ბრძოლას". მათ ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ ფორმატზე .
B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
1.მოსწავლეები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენენ ცხრილს:
2.ინფორმაცია კრწანისის ბრძოლის შესახებ გადმოაქვთ ფორმატზე - ჯგუფური მუშაობის შედეგად-15 წთ
C ფაზა-გამთლიანება (რეფლექსია)
1.პრეზენტაცია -10 წთ
დისკუსია- 10წთ
1. ქმნის თუ არა ისტორიული პიროვნება ეპოქას?
2. როგორ წარიმართებოდა საქართველოს ბედი, ერეკლე მეფეს რუსეთის ჯარი , რომ დახმარებოდა კრწანისის ბრძოლაში ?
3. რა შედეგები მოუტანა საქართველოს კრწანისის ბრძოლამ?
| ||||||||
დიფერენცირებული სწავლება
|
არ მყავს.
|
Thursday, June 30, 2016
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
მინიმალური
|
საშუალოზე დაბალი
|
საშუალოზე მაღალი
|
მაქსიმალური
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა.
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება, ორიგინალურობა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო არ გადანაწილდა.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო , მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო კარგად ორიგინალური იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა.
|
აზრთა გაზიარების უნარი.
|
არ გააჩნიათ აზრთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ გააჩნიათ აზრთა გაზიარების უნარი.
|
საკმარისად გააჩნიათ აზრთა გაზიარების უნარი. ნაწილობრივ გააჩნიათ აზრთა გაზიარების უნარი.
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
|
დროის ლიმიტი
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს.
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა.
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს.
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ. ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობა.
|
მხოლოდ ერთი მოსწავლე აქტიურობდა. ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა .
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური. ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო.
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურია. ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური სა და საქმიანი ურთიერთობები
|
Wednesday, June 29, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)